ინტერი ამერიკელი ფეხბურთელით დაინტერესდა

 ინტერი ამერიკელი ფეხბურთელით დაინტერესდა
Digiqole Ad

ინტერი ამერიკელი ფეხბურთელით დაინტერესდა.

აშშ-ის ნაკრებისა და ლიდსის ნახევარმცველი ტაილერ ადამსი ერთ-ერთი იტალიური ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. როგორც La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, მილანის ინტერს 23 წლის ამერიკელის თავის რიგებში ხილვა სურს.

წყარო აღნიშნავს, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეეცდება. ტაილერის სატრანსფერო ღირებულება 17 მილიონ ევროდ არის შეფასებული და მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ადამსმა სამი მატჩი ჩაატარა აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში. ამერიკელები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდნენ, სადაც ნიდერლანდებთან ითამაშებენ.