ინტერი ახორციელებს Stadium di Rozzano პროექტს

 ინტერი ახორციელებს Stadium di Rozzano პროექტს
Digiqole Ad

ინტერი ახორციელებს Stadium di Rozzano პროექტს.

ნერაძურის მიზანია თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა, რომელიც 70 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი. ეს ყველაფერი მოაზრებულია მწვანე ზონაში, საზოგადოებისთვის მოსახერხებელ ადგილზე, უამრავი მაღაზიით, კვების ობიექტებითა და ა.შ. 

ამ პროექტში, “შავ-ლურჯების” პარტნიორები არიან შემდეგი კომპანიები:

  • Legend (კომერციული და მარკეტინგული მხარე)
  • Populous (არქიტექტურული მხარე)
  • Goldman Sachs (ფინანსური მხარე)
  • Cbre/Wepartner (უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება)
  • Infrafin (რომელმაც ახალი არენის აშენებისთვის Suning Holdings Group-ს 256 000 კვადრატული მეტრი ფართი გამოუყო)

ჩვენი მრჩევლების მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუშაობას Rozzano-ს ტერიტორიაზე. როგორც კი დასრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ტერიტორიის შეძენა, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს პროექტს

ალესანდრო ანტონელო

ინტერს შეუძლია ახალ სტადიონზე თამაში 2028-29 წლების სეზონის დასაწყისში, თუ ყველა ნებართვა იქნება ძალაში 2025 წლის პირველი ნახევრისთვის.

სტადიონი ოვალური იქნება, როგორც ტოტენჰემის სტადიონი