“ინტერი” 23 წლის იტალიელ რეტეგის აკვირდება

 “ინტერი” 23 წლის იტალიელ რეტეგის აკვირდება
Digiqole Ad

“ინტერი” 23 წლის იტალიელ რეტეგის აკვირდება.

„ინტერი“ „ტიგრეს“ თავდამსხმელის, მატეო რეტეგუის მიმართ ინტერესს იჩენს, იტყობინება Sky Sports Italia.

წყაროს ცნობით, ნერაძურის წარმომადგენლები 23 წლის იტალიელს წელიწადზე მეტია ადევნებენ თვალყურს.

ტიგრემ რეტეგი ბოკა ხუნიორსიდან ორი წლით იჯარით აიყვანა, ზაფხულში კი ფეხბურთელის კონტრაქტს 2,5 მილიონ ევროდ იყიდის. ამავდროულად, ბოკა ხუნიორსი მიიღებს მოთამაშის შემდეგი გაყიდვის 50 პროცენტს.

რეტეგიმ იტალიის ნაკრებში დებიუტი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ინგლისთან (1:2) შედგა. ამ თამაშში მან გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში არგენტინულ კლუბში 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა.