ინტერი – ფიორენტინა | სერია A 21-22 | N30

 ინტერი – ფიორენტინა | სერია A 21-22 | N30
Digiqole Ad

ნერაძურისთვის ევროპული კამპანია უკვე დასრულებულია – ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, ასე რომ, სიმონე ინძაგის ბიჭებს ახლა მხოლოდ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე შეუძლიათ კონცენტრირება.

ალბათ უკვე შეიძლება იმის მტკიცება, რომ ორ ფრონტზე თამაში ძალიან დამღლელი აღმოჩნდა ინტერისთვის: მხოლოდ ერთი გამარჯვება სერია A-ში ბოლო ექვს მატჩში.

გასულ ტურში “ნერაძური” ტურინში დამარცხებას ძლივს გადაურჩა მხოლოდ მესამე დამატებულ წუთზე გაათანაბრა – 1:1. ეს ფრე “ინტერისთვის” ზედიზედ მეოთხეა მიმდინარე სეზონში. სახლში სიმონე ინძაგის ბიჭები უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებიან. კერძოდ, ბოლო საშინაო მატჩში სალერნიტანა დაამარცხეს (5:0) და ამით ოდნავ რეაბილიტაცია მოახდინეს სასუოლოსგან სენსაციური მარცხის (0:2) და მილანთან წაგებული დერბის (1:2) შემდეგ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრავმირებული სტეფან დე ვრეიმ მასპინძლებს დახმარება გაუწიოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარსელო ბროზოვიჩის მონაწილეობაც. სიაში არის არტურო ვიდალი, რომელსაც შეუძლია მაღალი დონის მატჩის ჩატარებაა (როგორც ეს იყო ლივერპულის შემთხვევაში), ასევე შეიძლება ვივარაუდოთ დენზელ დამფრისის დაბრუნება მარჯვენა ფლანგზე.