ინტერი – ბარსელონა | ჩემპიონთა ლიგა | N3
ინტერი – ბარსელონა | ჩემპიონთა ლიგა | N3
4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ტოპ მატჩი გაიმართება | ინტერი მილანში ბარსელონას უმასპინძლებს. თამაში ჯუზეპე მეაცას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შეგიძლიათ INTERMILANO.GE – ზე.
ინტერი პირველი ორი მატჩიდან სამი ქულით C ჯგუფში მესამეა. ბაიერნთან საშინაო მარცხის შემდეგ (0:2), მილანურმა კლუბმა სტუმრად მოიგო პლზენთან (2:0).
პარალელურად, ინტერის ფეხბურთელებმა სერია A-ში ბოლო ორი მატჩი ჩააგდეს, სადაც გუნდი მონაცვლეობით დამარცხდა უდინეზესთან (1:3) და რომასთან (1:2).l