ინგლისის ტოპ კლუბი ბროზოვიჩისთვის პირველ შეთავაზებას ამზადებენ

სმარტუნიონი

ინგლისის ტოპ კლუბი ბროზოვიჩისთვის პირველ შეთავაზებას ამზადებენ.

მილანის ინტერის ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა ამ ზაფხულს პრემიერ ლიგაში გადავიდეს. CalcioMercato-ს ცნობით, 29 წლის ხორვატით ლივერპული ინტერესდება. მერსისაიდული კლუბი ბროზოვიჩის გაცვლას რობერტო ფირმინოზე ან ნაბი კეიტაზე აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მარსელო ბროზოვიჩი ასევე არის ბარსელონას, მანჩესტერ იუნაიტედის და ტოტენჰემის რადარში.

მარსელო ბროზოვიჩი “ინტერში” 2015 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ხორვატმა 289 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 28 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბროზოვიჩმა სულ ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი ინტერთან 2026 წლამდე.

გერმანული პორტალი Transfermarkt 29 წლის ფეხბურთელის ღირებულებას 40 მილიონ ევროდ აფასებს.

ბოლოს დამატებული პოსტები