ინძაგის კომენტარი ვერონასთან მატჩის წინ
იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე შემდგი კომენტარები გააკეთა:
იუვესთან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ მოვახერხეთ ეს ძალიან ძლიერ გუნდთან, გასვლით მატჩში, რომელიც საშუალებას გვაძლევს საუკეთესოდ ვითამაშოთ სეზონის დარჩენილი მატჩები.
სიმონე ინძაგი
ვერონა? ძალიან მნიშვნელოვანი, რთული მატჩი იქნება. ჩვენ ვმასპინძლობთ გუნდს, რომელთაც ყავთ ხარისხიანი მოთამაშეები. ამ მატჩის მოგებას დასჭირდება ნამდვილი ინტერის მატჩი.
სიმონე ინძაგი
ლაუტარო არყოლა? გამიმართლა, რომ მყავს სხვა თავდამსხმელები, რომლებიც კარგად მუშაობენ, ისინი საუკეთესოდ ვარჯიშობენ. ადგილი ყველასთვის იქნება. მნიშვნელოვანი თამაში მოგვიწევს, მაგრამ შანსი ყველას მიეცემა.
სიმონე ინძაგი
ფანები? არასოდეს შევწყვეტ მათ მიმართ მადლობების თქმას. ჩვენთვის გულშემატკივრები ფუნდამენტური იყო მთელი წლის განმავლობაში. აქედან ბოლომდე ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებიან და ყოველთვის დაგვეხმარებიან.
სიმონე ინძაგი