ინძაგიმ სერია A-ს ბოლო მატჩებზე და ინტერის განწყობაზე ისაუბრა
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სერია A-ში მილანთან ტიტულის რბოლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ამ სეზონში 50 ოფიციალური მატჩი ვითამაშეთ, მათ შორის 7 ბოლო 22 დღის განმავლობაში, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ და ბოლომდე ვიჯერებთ [სკუდეტოს]. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, სასწორზე 9 ქულაა.
უდინეზე აპრილის თვეში სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ჩვენ ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ.
მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათი მხარდაჭერით ჩვენ თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში, რამაც დამატებითი ენერგია შეგვძინა.
სიმონე ინძაგი
მილანი 77 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ ინტერს 2 ქულით უსწრებს.