ინძაგიმ ერთი თვე მიიღო ინტერიდან გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად

 ინძაგიმ ერთი თვე მიიღო ინტერიდან გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად
Digiqole Ad

ინძაგიმ ერთი თვე მიიღო ინტერიდან გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად.

მილანის ინტერის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის სიტუაციის გამოსასწორებლად ერთ თვეს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიელ სპეციალისტი გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 7 ტურის შემდეგ ინტერი 12 ქულით მე-7 ადგილზეა. ჩემპიონატის ბოლო მატჩში ინძაგის ბიჭები სტუმრად უდინეზესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

ინძაგი “ინტერს” 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს, როდესაც გუნდს რომის “ლაციოდან” შეუერთდა ანტონიო კონტეს ნაცვლად. თავის პირველ სეზონში ნერაძურის სათავეში სიმონემ სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა. მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი.