ინძაგი: “წინ 6 ფინალი გვაქვს”
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ სეზონის დარჩენილ მატჩებზე ისაუბრა. ნერაძურის მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი უახლოეს კვირებში 6 ფინალს ითამაშებს.
ეს კვირა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მაგრამ ჩვენ უკვე გამოვიარეთ ეს და მზად ვართ კიდევ ერთხელ გავიაროთ.
სიმონე ინძაგი
შეგახსენებთ, რომ ინტერი შინ ამ შაბათს ჟოზე მოურინიოს რომას დაუპირისპირდება.
რომასთან ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება. ჯალოროსის სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მწვრთნელი ჰყავს. ყველამ იცის, თუ რა დონის სპეციალისტია მოურინიო და რა კარგ ფორმაშია მისი გუნდი, მაგრამ ჩვენი ერთადერთი მიზანი ხვალ 3 ქულის მოპოვება იქნება.
სიმონე ინძაგი
ჩვენ ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავს ვიდალის გარდა, რომელმაც დერბიში კოჭი დაიზიანა. ჯერჯერობით სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.