ინძაგი: “ვიცოდით, რომ სიტისთან შესანიშნავ თამაშს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდებოდა”

 ინძაგი: “ვიცოდით, რომ სიტისთან შესანიშნავ თამაშს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდებოდა”
Digiqole Ad

ინძაგი: “ვიცოდით, რომ სიტისთან შესანიშნავ თამაშს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდებოდა”

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ახალი ტურნირის პირველ ტურში მანჩესტერ სიტისთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გასახდელში მე ვთქვი: “კარგი, ბიჭებო”. ისინი უმაღლესი დონის თამაში აჩვენებენ. მე მათ ვთხოვე, ზუსტად ისე ეთამაშათ, როგორც საბოლოოდ თამაშობდნენ. ყველამ ვიცით, რა შეუძლია მანჩესტერ სიტს და ვიცოდით, რომ კარგი თამაშისთვის მაქსიმალური ძალისხმევა იყო საჭირო. ვფიქრობ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. მე ყველაზე მეტად ვინერვიულე მხითარიანის მომენტზე. სასოწარკვეთილებაში ვიყავი: მეგონა გაიტანდა!“

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ინტერი 1 ოქტომბერს ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება.