ინძაგი თვლის, რომ ინტერს შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს ყველა ტურნირზე
მილანის ინტერი გავიდა კოპა იტალიის ფინალში და სიმონე ინძაგი განსაკუთრებით მოხარულია, რომ ეს მილანთან დუელში მოხდა. ინტერის მენეჯერს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა შური იძია ლიგაში მილანთან თებერვლის დასაწყისში, როდესაც ჟირუს ორმა გოლმა წარმატება მოუტანა როსონერის. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კოპა იტალიის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში მილანის დამარცხების შემდეგ (3:0) შეაქო თავისი გუნდი. ის იმედოვნებს, რომ გუნდმა მოიპოვა საჭირო იმპულსი სერია A-ს მოსაგებად.
დღეს ჩემი ბიჭები ფანტასტიურები იყვნენ. დერბი ჭკუით, ტაქტიკით, საჭირო დროს საჭირო დარტყმებით ვითამაშეთ. გვინდოდა ამ დერბიში გამარჯვება, რადგან მანამდე სამი ძალიან განსხვავებული თამაში იყო, მაგრამ ეს გამარჯვება ფარავს სხვა გამარჯვებებს.
სიმონე ინძაგი
ვიმედოვნებთ, რომ შევინარჩუნებთ ამ იმპულსს და ამაზე ვმუშაობთ 8 ივლისიდან. სუპერთასი იანვარში მოვიგეთ, მაისში გვაქვს ფინალი და ასევე გვინდა სეზონი სერია A-ში საუკეთესოდ დავასრულოთ. თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ გვინდა ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე.
სიმონე ინძაგი
იტალიის თასის ფინალში ინტერი ფიორენტინა-იუვენტუსის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი მატჩის შემდეგ ანგარიში 0:1 ტურინეიელთა სასარგებლოდ.