ინძაგი: “რა ვთქვა, წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა”
ინძაგი: “რა ვთქვა, წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა”
იტალიის ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში ფიორენტინამ ინტერის დამარცხება მოახერხა და ეს მილანური კლუბის საშინაო სტადიონზე მოხდა. ინტერის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ბოლო მატჩის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
ბოლო სამ მატჩში გოლი ვერ გავიტანთ, ასეთი შედეგი არ შეიძლება. სახლში ორი მატჩი წავაგეთ, ჩვენი გულშემატკივარი ამას არ იმსახურებს, მეტი რა ვთქვა? ჩვენ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ თავდამსხმელებს, არამედ მთელ გუნდს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმაზე, თუ როგორ იხარჯებაიან ბიჭები და მაქსიმუმს ტოვებენ მოედანზე.
სიმონე ინძაგი
“ინტერმა” ჩემპიონატში ზედიზედ სამი მარცხი განიცადა.