ინძაგი: “ნუ დაგავიწყდებათ, რომ ინტერმა ნაპოლი და ატალანტა დაამარცხა”


ინძაგი: “ნუ დაგავიწყდებათ, რომ ინტერმა ნაპოლი და ატალანტა დაამარცხა”
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ “მონცასთან” (2:2) თამაშის შემდეგ გუნდის პოზიციაზე კომენტარი გააკეთა.
კარგ ფორმაში ვიყავით და დღევანდელი შედეგი აშკარად არ გამოგვადგება. ახლა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიგეთ ნაპოლისა და ატალანტასთან.
სიმონე ინძაგი
სამწუხაროდ, სეზონის დასაწყისში ბევრი ქულა დავკარგეთ და ახლა ამის გამოსწორება გვჭირდება.
სიმონე ინძაგი