ინძაგი: “მსურს, რომ ლუკაკუმ ნაპოლისთან მატჩი ძირითადიდან დაიწყოს”

 ინძაგი: “მსურს, რომ ლუკაკუმ ნაპოლისთან მატჩი ძირითადიდან დაიწყოს”
Digiqole Ad

ინძაგი: “მსურს, რომ ლუკაკუმ ნაპოლისთან მატჩი ძირითადიდან დაიწყოს”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გეგმავს რომელუ ლუკაკუს გათავსებას ძირითადში ნაპოლისთან მატჩის სტარტზე, რომელიც 4 იანვარს გაიმართება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბელგიელმა თავდამსხმელმა მატჩში დაახლოებით 70-80 წუთი უნდა ითამაშოს, რადგან ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის.

ნაპოლისთან მატჩში ლუკაკუს წყვილი უნდა იყოს ლაუტარო მარტინესი, მაგრამ თუ თავდამსხმელი ვერ გამოჯანმრთელდება მის ადგილს ჰენრიხ მხითარიანი ან ედინ ჯეკო დაიკავებენ.

ლუკაკუს ამ სეზონში სერია A-ში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს.