ინძაგი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს ითხოვს
ინძაგი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერს ითხოვს.
ლაციოს ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი მილანის ინტერს სამიზნეა.
სერბს ამჟამინდელი კონტრაქტი “ლაციოსთან” ერთ წელში ეწურება და ამ ზაფხულს გაყიდვის ალბათობა დიდია. Fcinter1908-ის ცნობით, ნერაძურის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ უკვე განიხილა 28 წლის ფეხბურთელთან შესაძლო თანამშრომლობა.
ნერაძურის მთავარი მწვრთნელი დაჟინებით ითხოვს მილინკოვიჩ-სავიჩის ხელმოწერას, თავად ნახევარმცველი კი ღიაა ინტერში გადასასვლელად, მაგრამ მილანელთა ხელმძღვანელობა თვლის, რომ ლაციოსთან მოლაპარაკება უკიდურესად რთული იქნება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაციო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვით დაახლოებით 35 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებს.