ინძაგი: “მიჭირს ამ ყველაფრის ახსნა”


ინძაგი: “მიჭირს ამ ყველაფრის ახსნა”
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სერია A-ში თავისი გუნდის მორიგ წარუმატებლობაზე ისაუბრა.
ნერაძური ამ მატჩს ჩემპიონატში ზედიზედ სამი მარცხის სერიით მიუახლოვდნენ, მაგრამ კვლავ ვერ მოიგეს და სალერნიტანასთან მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
გუნდი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა იუვენტუსთან მატჩიდან მხოლოდ ორი დღე იყო გასული. სამწუხაროდ, მეორე გოლის გატანა და თამაში “მოკვლა” ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც საბოლოოდ დავსაჯეთ. დღეს აშკარად მეტს ვიმსახურებდით. მიჭირს იმის ახსნა, თუ როგორ დასრულდა ეს თამაში ფრედ, შექმნილი მომენტების რაოდენობის გათვალისწინებით. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.
სიმონე ინძაგი