ინძაგი: “მე არ გავცემ დაპირებებს”
ინძაგი: “მე არ გავცემ დაპირებებს”
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში მილანთან გამარჯვების შემდეგ (1:0) კომენტარი გააკეთა.
„მე არ გავცემ დაპირებებს. მაგრამ ვიცი, რომ ყველა ტურნირზე ძალიან ვხმაურობთ. 1 აპრილიდან 16 მაისამდე ვთამაშობთ ყოველ მესამე დღეს, მაგრამ ჯილდო არის ორი ფინალი. ჩვენ ჩემპიონატშიც გამოვასწორეთ ყველაფერი. კარგი ბიჭები მყავს!
სიმონე ინძგი
ვხვდებით რასაც მივაღწიეთ. ეს იყო ჩვენი ოცნება, ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ამის. წარმოუდგენელი გზა გავიარეთ. ასეთ ნახევარფინალურ დერბიში გამარჯვება არ შეიძლება არ გახარებდეს.
სიმონე ინძაგი
ინტერის მეტოქე ფინალში მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.