ინძაგი ლუკაკუსა და ბარელას შორის კონფლიქტს გამოეხმაურა
ინძაგი ლუკაკუსა და ბარელას შორის კონფლიქტს გამოეხმაურა.
ინტერის მწვრთნელი სიმონე ინძაგი გამოეხმაურა თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსა და ნახევარმცველ ნიკოლო ბარელას შორის მოხდარ ინციდენტზე სამპდორიას წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში.
ზოგჯერ ეს შეიძლება მოხდეს გუნდში. მაგრამ მე არ მიყვარს ამის დანახვა ჩემს გუნდში. შესვენების დროს ერთად ისხდნენ, რადგან კარგი ამხანაგები არიან. მაგრამ ვიმეორებ, არ მინდა ჩემს გუნდში მსგავსი ინციდენტების დანახვა.
სიმონე ინძაგი
სამპდორიასა და ინტერს შორის მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ ინძაგის შეგირდები ლიდერ ნაპოლის 15 ქულით ჩამორჩებიან.