ინძაგი | ჯგუფიდან გასასვლელად 10 ქულა გვჭირდება
ინძაგი | ჯგუფიდან გასასვლელად 10 ქულა გვჭირდება.
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის მოლოდინები გააზიარა.
ვიცით, რომ ამ ჯგუფში ათი ქულის მოპოვება გვჭირდება, რაც შარშანდელთან შედარებით გაცილებით რთულია, მაგრამ ჩვენ ვართ “ინტერი” და გვაქვს შესაძლებლობა, შევებრძოლოთ ბაიერნს, ტურნირის სამი-ოთხი ფავორიტიდან ერთ-ერთს და გავიმარჯვოთ.
სიმონე ინძაგი
მატჩი “ინტერი” – “ბაიერნი” 7 სექტემბერს გაიმართება. დასაწყისი თბილისის დროით 23:00 საათზე.