ინძაგი ჯეკოს ეყრდნობა, მიუნხენის ბაიერნთან მას ღია ანგარიში აქვს

 ინძაგი ჯეკოს ეყრდნობა, მიუნხენის ბაიერნთან მას ღია ანგარიში აქვს
Digiqole Ad

ინძაგი ჯეკოს ეყრდნობა, მიუნხენის ბაიერნთან მას ღია ანგარიში აქვს

მიუნხენის ბაიერნთან ხვალინდელი დიდი მატჩის გათვალისწინებით, სიმონე ინძაგი მზად არის დაეყრდნოს ედინ ჯეკოს და მის გამოცდილებას. ბოსნიელი გერმანულ საბრძოლო ხომალდს კარიერაში 13-ჯერ დაუპირისპირდა, ოთხჯერ გაუტანა გოლი, ყველა ვოლფსბურგის მაისურით.

მისი ბალანსი უარყოფითია. გერმანიის ჩემპიონატში გამოსვლის ოთხი წლის განმავლობაში (2007 წლიდან 2011 წლამდე) ფორვარდი რვაჯერ დაუპირისპირდა ბაიერნს, აქედან ექვსი მატჩი მარცხით დასრულდა, ერთი ფრედ და მხოლოდ ერთ გამარჯვება.

2009 წელს განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია ბავარიელების ვოლფსბურგთან 5-1 მარცხმა. სწორედ ამ მატჩში მოახერხა ბოსნიელმა ორი გოლის გატანა. ორი სეზონის შემდეგ, 2011 წელს, ის მანჩესტერ სიტიში მოხვდა. სიტის მაისურით ჯეკო კიდევ ხუთჯერ დაუპირისპირდა ბაიერნს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ხვალ მას ექნება შესაძლებლობა გაიუმჯობესოს პირადი სტატისტიკა და შესაძლოა დახუროს გერმანელებთან 13 წლის წინ გახსნილი ანგარიში.