ინძაგი: ინტერთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს
ინძაგი: ინტერთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.
მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა ჭორები იტალიელის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ სიმონე კვლავ აგრძელებს ინტერში მუშაობას.
კვირას იუვენტუსთან წაგების გამო ძალიან დამწყდა გული. სამწვრთნელო კარიერის დაწყებიდან ზეწოლას ვაწყდები, ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არ არის. ინტერის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.
სიმონე ინძაგი
ახლა ინტერი სერია A-ში მეოთხე ადგილზეა. ლიდერ ნაპოლისთან სხვაობა 11 ქულაა.