ინძაგი: “ინტერს გაუჭირდება ბაიერნის წინააღმდეგ”
ინძაგი: “ინტერს გაუჭირდება ბაიერნის წინააღმდეგ”
მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი მედიის წარმომადგენლებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ ესაუბრა.
ამ მატჩის შედეგი არანაირად არ იმოქმედებს ჯგუფში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ უკვე გავედით ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. ახლა ჩვენ გვაქვს გამოწვევა – მატჩი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან. ჩვენ ვაპირებთ ორგანიზებულად თამაშს, მაგრამ გვესმის, რომ ძალიან რთული იქნება.
სიმონე ინძაგი
შეხვედრა ალიანს არენაზე დღეს, 1 ნოემბერს გაიმართება თბილისის დროით 00:00 საათზე.