ინძაგი: “ინტერი ბოლომდე იბრძოდა”


ინძაგი: “ინტერი ბოლომდე იბრძოდა”
მილანის ინტერის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში ფიორენტინასთან გასვლით გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა. ფლორენციაში გამართული შეხვედრა “ნერაძურის” გამარჯვებით ანგარიშით 4:3 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი მხითარიანმა დამატებით დროში გაიტანა.
მეტოქემ ორჯერ გაგვიტანა, მაგრამ თამაში არ შევწყვეტთ. პირველი ნახევარი საათი მშვენივრად გავატარეთ, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები მეტოქემ იგდო ხელთ. გუნდს სათადარიგოთა სკამიდან შესული ფეხბურთელები ძალიან დაეხმარნენ. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვაჩვენეთ მნიშვნელოვანი სიგნალი. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.
სიმონე ინძაგი
სერია A-ს 11 ტურის შემდეგ ინტერმა 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.