ინძაგი: “იმედი გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ”
ინძაგი: “იმედი გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ”
ინტერის მეთაურს, სიმონე ინძაგის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ოცნებობს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე.
ეს არის ის, რისი იმედიც გვაქვს. მაგრამ აშკარაა, რომ ახლა მხოლოდ იუვენტუსთან მატჩზე ვფიქრობ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავედით, მაგრამ ახლა ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩემპიონატს, სადაც ცუდი შედეგები გვქონდა.
სიმონე ინძაგი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ინტერი ბენფიკას დაუპირისპირდება. ნახევარფინალში წარმატების შემთხვევაში, სიმონე ინძაგის გუნდი ნაპოლის ან მილანს დაუპირისპირდება.
ბოლოს ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2010 წელს ითამაშა. მაშინ ნერაძურებმა დაამარცხეს ბაიერნი (2-0).
