Cancel Preloader

ინძაგი: “იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვართ”

 ინძაგი: “იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვართ”
Digiqole Ad

ინძაგი: “იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვართ”

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩი შეაჯამა.

გუნდმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, სადაც უპირატესობას ვიმსახურებდით, მეორე ტაიმში კი ვნერვიულობდით. ასეთი მატჩი ფიორენტინასა და სალერნიტანასთან თამაშების ასლია. ჩვენ იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ, არ არის მართალი, რომ მხოლოდ იტალიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ. გუნდმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი. გუნდი გრძნობს, რომ ქულები გვჭირდება. 2023 წლის დასაწყისიდან ჩვენს დონეზე არ ვართ.

სიმონე ინძაგი

ინტერმა სერია A-ში მოგების გარეშე სერია ხუთ მატჩამდე გაახანგრძლივა. კლუბს 1 ფრე და 4 მარცხი აქვს. სიმონე ინძაგის გუნდი 51 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მომდევნო მატჩში ინტერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლისაბონის ბენფიკას დაუპირისპირდება. შეხვედრა ოთხშაბათს, 19 აპრილს გაიმართება.