ინძაგი დარწმუნებულია, რომ ის გამოასწორებს სიტუაციას ინტერში
ინძაგი დარწმუნებულია, რომ ის გამოასწორებს სიტუაციას ინტერში.
ინტერის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი დარწმუნებულია, რომ სამუშაოს მილანურ კლუბში შეინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მას სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი თვე მიეცა.
ინძაგი კვლავ ძალიან აფასებს იმ გუნდს, რომელიც მის განკარგულებაშია. სიმონე იმედოვნებს, რომ გუნდი საერთაშორისო შესვენების შემდეგ პოზიტიურ შედეგებს მიაღწევს.
ამ დროისთვის ინტერი სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა 12 ქულით. გასული სეზონი ნერაძურიმ მეორე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონ მილანს ორი ქულით ჩამორჩნენ.