ინძაგი: “ინტერს თითქმის სრულყოფილი ოქტომბერი ჰქონდა”

 ინძაგი: “ინტერს თითქმის სრულყოფილი ოქტომბერი ჰქონდა”
სმარტუნიონი

ინძაგი: “ინტერს თითქმის სრულყოფილი ოქტომბერი ჰქონდა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ “სამპდორიასთან” გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა და მთელი თვის შედეგები შეაჯამა.

ნერაძურიმ სერია A-ს ბოლო მატჩი 3-0 მოიგო, ბოლო შვიდი მატჩიდან კი მეექვსედ მოიგეს ყველა ტურნირზე.

გუნდი კარგ ფორმაშია, თავს თავდაჯერებულად გრძნობს და დამაჯერებელ გამარჯვებებს აღწევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ არ გავჩერდეთ. ახლა ძალიან სასიამოვნოა ჩვენი თამაშის ყურება. დიახ, კონკურენცია სერია A-ში ძალიან ძლიერია, მაგრამ ოქტომბერი ჩვენთვის თითქმის სრულყოფილი იყო.

სიმონე ინძაგი

ოქტომბერში ინტერს ერთადერთი მარცხი თვის პირველ დღეს რომასთან 1-2 წაგება იყო. ამის შემდეგ მილანელებმა სერია A-ში ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მოიგესს და ასევე გადაწყვიტეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის საკითხი.

ბოლოს დამატებული პოსტები