იანვარში ინტერი მთელ ძალისხმევას ტურამის ტრანსფერზე დახარჯავს
მარკუს ტურამი
იანვარში ინტერი მთელ ძალისხმევას ტურამის ტრანსფერზე დახარჯავს.
მილანის “ინტერი” იანვარში მთელი რესურსის დახარჯვას მოახდენს მიუნხენგლადბახის “ბორუსიიდან” თავდამსხმელის მარკუს ტურამის ტრანსფერში. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ზამთარში ნერაძურის მთავარი სამიზნე იქნება.
თუმცა, წყარო ამბობს, რომ იტალიურ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო გარიგების დახურვა ადვილი არ იქნება. ბორუსია ტურამს 10 მილიონ ევროდ აფასებს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი ექვს თვეში ეწურება.
მარკუსმა გერმანიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
