ჰანდანოვიჩი საფეხბურთო კარიერის დასრულებას და სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს
ჰანდანოვიჩი საფეხბურთო კარიერის დასრულებას და სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.
“ინტერის” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა შესაძლოა კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანურ კლუბში დაასრულოს, მაგრამ მეკარეების მწვრთნელად დაინიშნოს კლუბში, იტყობინება La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი პენსიაზე გასვლისთანავე სიმონე ინძაგის სამწვრთნელო შტაბში შესვლას გეგმავს.
38 წლის სლოვენიელის კონტრაქტი ნერაძურებთან 2023 წლის ივნისამდეა ძალაში. მეკარე იტალიურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად მოიგო სკუდეტო, თასი და იტალიის სუპერთასი.