ჰანდანოვიჩი ისევ ძირითადიდან დაიწყებს

 ჰანდანოვიჩი ისევ ძირითადიდან დაიწყებს
სმარტუნიონი

ჰანდანოვიჩი ისევ ძირითადიდან დაიწყებს.

მილანის “ინტერის” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი გუნდის ძირითადს სერია A-ში “ტორინოსთან” მატჩისთვის დაუბრუნდება. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” ძირითად შემადგენლობაში გერმანელებთან მატჩში დებიუტი შედგა ანდრე ონანას, რომელიც “ნერაძურის” რიგებს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სავარაუდოა, რომ ონანა ჩემპიონთა ლიგის მთავარი მოთამაშე იქნება, ხოლო ჰანდანოვიჩი სერია A-ს.

ჰანდანოვიჩს “ინტერთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ბოლოს დამატებული პოსტები