Cancel Preloader

ჰანდანოვიჩი: “ცხრილი არ იტყუება, მილანი უკეთესი იყო”

 ჰანდანოვიჩი: “ცხრილი არ იტყუება, მილანი უკეთესი იყო”
Digiqole Ad

ჰანდანოვიჩი: “ცხრილი არ იტყუება, მილანი უკეთესი იყო”

“ინტერის” მეკარემ და გუნდის კაპიტანმა სამირ ჰანდანოვიჩმა მილანური კლუბის გამოსვლა შეაჯამა.

ცხრილი არ იტყუება, მილანი უკეთესი იყო. მაგრამ მეტის გაკეთება შეგვეძლო. ჩვენ წინ უნდა ვიხედოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვამაყობთ გულშემატკივრებით და მადლობა მათ არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ მთელი სეზონისთვის. ისინი ყოველთვის გვაძლევდნენ მოტივაციას და მხარს გვიჭერდნენ ყველაზე რთულ მომენტებში.

სამირ ჰანდანოვიჩი

მან დაამატა, რომ “ინტერს ბევრი ძალები წაართვა ყველა ფრონტზე თანაბარმა ბრძოლამ განსაკუთრებით ორმა ფინალმა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა ლივერპულთან”.

ინტერი სერია A-ში მეორე ადგილზე გავიდა და მილანს 2 ქულით ჩამორჩა.