გალათასარაი მზად არის დააკმაყოფილოს ჯეკოს ხელფასი, ინტერი არა

ედინ ჯეკო

გალათასარაი მზად არის დააკმაყოფილოს ჯეკოს ხელფასი, ინტერი არა.
ინტერი და ედინ ჯეკო შორს არიან ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებისგან.
36 წლის თავდამსხმელს სურს გაახანგრძლივოს კონტრაქტი მისი ამჟამინდელი ხელფასის შენარჩუნებით, მაგრამ ნერაძურებს არ სურთ გადაუხადონ ასაკოვან ფეხბურთელს საჭირო თანხა კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, იუწყება La Gazzetta dello Sport.
გალათასარაიმ, რომლის ინტერესიც ჯეკოს მიმართ ადრე უკვე გავრცელდა, შეუძლია ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით. თურქული კლუბი მზადაა გამოცდილი ფეხბურთელის კონტრაქტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
ედინ ჯეკოს მოქმედი კონტრაქტი ინტერთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.