ფიორენტინას სურს მილენკოვიჩის ბედი 48 საათში გადაწყვიტოს
ფიორენტინას სურს მილენკოვიჩის ბედი 48 საათში გადაწყვიტოს.
იტალიური ფიორენტინა აპირებს თავისი ცენტრალური მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის მომავალთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას უახლოეს 48 საათში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.
კლუბმა სერბს ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე შესთავაზა, წელიწადში 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. თუ ფეხბურთელი უარს განაცხადებს და კლუბის დატოვებს, ფიორენტინა მზად იქნება განშორდეს სერბს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა მილენკოვიჩი მილანის “ინტერის” ინტერესთა სფეროში შედის. სერბ ფეხბურთელს ფიორენტინასთან მოქმედ კონტრაქტამდე მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი.