ფიორენტინას სენსის იჯარით აყვანა სურს


ფიორენტინას სენსის იჯარით აყვანა სურს.
Tuttomercato-ს ცნობით, ფიორენტინა დაინტერესებულია ინტერის ნახევარმცველის სტეფანო სენსის იჯარის წესით დამატებით.
წყაროს ცნობით, ნერაძურის ხელმძღვანელობა დათანხმდა 26 წლის იტალიელის იჯარით გაშვებას, ოღონდ იმ პირობით, რომ იისფერები ფეხბურთელის ხელფასს სრულად დაფარავს.
სენსიმ 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამპდორიაში გაატარა. 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა დაეფექტური მოქმედებებით არ გამოირჩეოდა.