ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ მხითარიანი კარგად მოერგება ინტერს

 ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ მხითარიანი კარგად მოერგება ინტერს
Digiqole Ad

ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ მხითარიანი კარგად მოერგება ინტერს.

იტალიელი ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარგად მოერგება ინტერის.

მხითარიანი რომასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მან შეტევებში მრავალფეროვნება შეიტანა. სამწუხაროა, რომ ის მიდის. მან კარგი მეხსიერება დატოვა რომში. “ინტერმა” კარგი ფეხბურთელი შეიძინა, ვფიქრობ, ის მოერგება იმ ფეხბურთს, რომელსაც ინძაგი ატარებს გუნდში.

ფაბიო კაპელო

ინტერმა 33 წლის სომეხი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა. ნახევარმცველმა რომა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გასულ სეზონში მხითარიანმა რომის მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. რომაული კლუბის შემადგენლობაში ნახევარმცველი საკონფერენციო ლიგის გამარჯვებული გახდა.