ევროპის ყველაზე მონახულებადი საფეხბურთო არენების რეიტინგი
ევროპის ყველაზე მონახულებადი საფეხბურთო არენების რეიტინგი.
პორტალმა Transfermarkt-მა მოამზადა ყველაზე მონახულებადი საფეხბურთო არენების რეიტინგი, სადაც ევროპის ხუთი უძლიერესი ჩემპიონატის კლუბები თამაშობენ საშინაო მატჩებს – პრემიერ ლიგის, ლა ლიგის, ბუნდესლიგის, ლიგა 1-ის და სერია A-ს გუნდები.
პირველ ადგილზეა ბარსელონას არენა – კამპ ნოუ, მისი საშუალო დასწრება ამ სეზონში 81 969 ადამიანია. მეორე ადგილზე დორტმუნდის ბორუსიას არენა სიგნალ იდუნა პარკია. მას ყოველ მატჩში საშუალოდ 80 450 ადამიანი ესწრება. მესამე ადგილზე შესამჩნევი ჩამორჩენით მიუნხენის ალიანს არენაა, სადაც ბაიერნი თავის მატჩებს ატარებს – მატჩში საშუალოდ 75 005 ადამიანი.
მეოთხე ადგილზეა ოლდ ტრაფორდი – მანჩესტერ იუნაიტედის არენაზე – 73 167 მაყურებელი თითოეულ მატჩზე. ხუთეულს ხურავს მილანის არენა – ჯუზეპე მეაცა (სან სირო) – 71 133 მაყურებელი, ინტერის მატჩებს იმავე სტადიონზე ცოტათი ნაკლები – 68 694 ადამიანი ესწრება.