ეტოო: “მადლობელი ვარ იბრაჰიმოვიჩის”

 ეტოო: “მადლობელი ვარ იბრაჰიმოვიჩის”
სმარტუნიონი

ეტოო: “მადლობელი ვარ იბრაჰიმოვიჩის”

კამერუნელმა ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გახდა ოდესღაც ინტერის ფეხბურთელი – მას “ბარსელონა” უნდა დაეტოვებინა და იბრაჰიმოვიჩის ნაცვლად გაცვლაზე წასულიყო. კამერუნელმა ისარგებლა გაცვლით – ინტერთან ერთად მან ჩაატარა დასამახსოვრებელი 2009/2010 სეზონი, როდესაც მილანურმა კლუბმა მოიგო სამი ყველაზე პრესტიჟული ტიტული – ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა.

ზლატანის მადლობელი ვარ, ამ ტრანსფერის წყალობით, ინტერში მოვხვდი და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდებული გვერდი დავწერეთ. როდესაც ინტერში მოვედი, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით. მაგრამ ერთი წლის შემდეგ გავიმარჯვეთ.

სამუელ ეტოო

ბოლოს დამატებული პოსტები