“ემპოლის” ნახევარმცველი ასლანი “ინტერში” გადასვლასთან ახლოსაა


“ემპოლის” ნახევარმცველი ასლანი “ინტერში” გადასვლასთან ახლოსაა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინტერი ემპოლის ნახევარმცველის, კრიშტიან ასლანის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
წყაროს ცნობით, ნერაძურებმა 20 წლის ალბანელთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, ახლა კლუბს რჩება ემპოლის წარმომადგენლებთან გარიგების ოდენობის შეთანხმება.
ასლანი ემპოლის აღზრდილია. 2021/22 წლების სეზონში ფეხბურთელმა გუნდში 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პორტალი Transfermarkt.com ნახევარმცველის ღირებულებას 10 მილიონ ევროდ აფასებს.