ემპოლიმ ინტერის თავდამსხმელი იჯარით დაიმატა


ემპოლიმ ინტერის თავდამსხმელი იჯარით დაიმატა.
ემპოლიმ “ინტერის” თავდამსხმელი მარტინ სატრიანო იჯარით დაიმატა. ხელშეკრულება ერთ სეზონზეა გათვლილი.
გასული სეზონი 21 წლის ურუგვაელმა ასევე იჯარით ითამაშა ფრანგულ ბრესტში. ლიგა 1-ში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
სატრიანო “ინტერში” 2019 წელს “ნასიონალიდან” გადავიდა. მისი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2027 წლამდეა ძალაში.