ედინ ჯეკო ინტერის დატოვებასთან ახლოსაა

 ედინ ჯეკო ინტერის დატოვებასთან ახლოსაა

ედინ ჯეკო

Digiqole Ad

ედინ ჯეკო ინტერის დატოვებასთან ახლოსაა.

ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ აქტიურად საუბრობს ინტერისა და ედინ ჯეკოს განშორებაზე.

მილანურმა კლუბმა 37 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ შეძლო, მოქმედი კონტრაქტი კი ივნისის ბოლოს ეწურება. თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს.

რომანოს განახლებული მონაცემებით, ბოსნიელს უახლოეს დღეებში შეუძლია დატოვოს ინტერი თავისუფალი აგენტის სტატუსით. ჯეკოს შეძენით თურქული ფენერბაჰჩე და საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან დაინტერესებული.

ედინ ჯეკო ინტერში 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს. ნერაძურის შემადგენლობაში 101 მატჩში 31 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა მიითვალა.