ედინ ჯეკო: “ჩემს საქმეს ვაკეთებ”

 ედინ ჯეკო: “ჩემს საქმეს ვაკეთებ”

ედინ ჯეკო

Digiqole Ad

ედინ ჯეკო: “ჩემს საქმეს ვაკეთებ”

მილანის ინტერმა ბარსელონას აჯობა – იტალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის საშინაო მატჩში პლზენი დაამარცხა. ეს ნიშნავს, რომ ბარსელონამ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების თეორიული შანსიც კი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ვადაზე ადრე, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმა.

პლზენის წინააღმდეგ ორი გოლი ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მატჩი. პირველივე წუთებიდან კარგად ვითამაშეთ. მე ჩემი საქმე გავაკეთე, ვცდილობ გუნდს მაქსიმუმი 36 წლის ასაკშიც მივცე. სანამ ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებ. მომავალში იქნება ეს ინტერი? სეზონის ბოლოს გეტყვით.

ედინ ჯეკო