ჯეკო პორტოსთან მატჩს ძირითადიდან დაიწყებს
ჯეკო პორტოსთან მატჩს ძირითადიდან დაიწყებს.
ცნობილი გახდა, როგორი იქნება მილანის “ინტერის” შეტევა ხვალინდელ ჩემპიონთა ლიგის ⅛ ფინალური მატჩისთვის პორტოს წინააღმდეგ. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძურის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ედინ ჯეკოს და ლაუტარო მარტინესის დაყენებას გეგმავს ძირითადში.
თავის მხრივ, მილანში პირველი შეხვედრის მთავარი გმირი რომელუ ლუკაკუ სათადარიგოთა სკამზე დარჩება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბელგიელმა მოუტანა ინტერს მინიმალური გამარჯვება ანგარიშით 1:0 ჯუზეპე მეაცაზე პორტოს წინააღმდეგ.