ჯეკო მზადაა ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ედინ ჯეკო

ჯეკო მზადაა ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
გამოცდილმა ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მილანის ინტერში მომავალზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ის ახლანდელ კლუბში ბედნიერია.
ჩემი შეთანხმება ნერაძურისთან მომავალი წლის შუა რიცხვებამდეა. მაგრამ აქ უფრო დიდხანს დარჩენა მინდა. მე ნამდვილად დაინტერესებული ვარ ინტერში თამაშის გაგრძელებით. აქ ყველაფერი მომწონს. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.
ედინ ჯეკო
მიმდინარე სეზონში ჯეკომ მილანურ გუნდში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თავდამსხმელმა 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.