ძანეტი: “მსურს თავი ავარიდო მადრიდის რეალს, რადგან ეს ტურნირი თითქოს მათთვისაა შექმნილი”


ძანეტი: “მსურს თავი ავარიდო მადრიდის რეალს, რადგან ეს ტურნირი თითქოს მათთვისაა შექმნილი”
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა და ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში მილანთან გამარჯვების შემდეგ (1:0) კომენტარი გააკეთა.
საოცარი ემოციები. ეს გუნდი იმსახურებს 13 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს. ველოდებით ვინ გახდება ჩვენი მეტოქე. მადრიდის რეალის თავიდან აცილება მინდა, რადგან თითქოს ეს ტურნირი მისთვის შეიქმნა. თუმცა, ყველაზე მთავარია იქ მოხვედრა. რთული გზა იყო. ძალიან ბედნიერი ვარ ლაუტაროს გამო, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველწლიურად იზრდება. ის მაგალითია მთელი გუნდისთვის. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ხავიერ ძანეტი
ინტერის მეტოქე ფინალში მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.