ძანეტი: “ლაუტარო ბედნიერია ინტერში”
ძანეტი: “ლაუტარო ბედნიერია ინტერში”
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე თავისი აზრი გააზიარა.
25 წლის თავდამსხმელი ლონდონის ჩელსის, მადრიდის რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო მიზნებს შორისაა დასახელებული, მაგრამ ძანეტის თქმით, მას კლუბის შეცვლა არ სურს.
ლაუტარო ინტერში ყველაფრით კმაყოფილია, ის ბედნიერია. . ეჭვი არ მეპარება მის განზრახვაში ჩვენთან დარჩენაში.
ხავიერ ძანეტი
ლაუტარო მარტინესის კონტრაქტი “ინტერთან” 2026 წლამდეა ძალაში. გასულ სეზონში არგენტინელმა 57 მატჩში 28 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 11 საგოლე გადაცემა გაუკეთა.