ძანეტი: “არსებობს მხოლოდ ერთი ინტერი და ის ძლიერია”
ძანეტი: “არსებობს მხოლოდ ერთი ინტერი და ის ძლიერია”
მაშინაც კი, თუ ჩვენ არც კი ვიცით როგორ ავხსნათ მიუღებელი განსხვავება ლიგასა და შიდა ჩემპიონტას შორის. ჩემთვის ეს გონების საკითხია, რადგან მხოლოდ პერსონალზე საუბარი არ არის სწორი.
ხავიერ ძანეტი
ინძაგი? ჩვენი მწვრთნელი დიდი პროფესიონალია და ის პირველია, ვინც იცის, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატის მდგომარეობა არასახარბიელოა. 11 მატჩის წაგება არ შეიძლება. მაგრამ ის გუნდი მაინც მართავს, თორემ არც სუპერთასს მოვიგებდით, არც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და იტალიის თასის ნახევარფინალში ვიქნებოდით.
ხავიერ ძანეტი
ცუდი შედეგები? ასეთი სიტუაციიდან მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია გამოვიდეთ. კომპაქტურობას ვერ დავკარგავთ. სრული თავდაჯერებულობა მაქვს, ბუნებით პოზიტიური ვარ. გავიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი, ერთიანები და დარწმუნებულები. ჩემს კარიერაში ბევრი ასეთი მომენტი განმიცდია, ვიცი, რომ სირთულე მოულოდნელად ჩნდება და მერე ქრება.
ხავიერ ძანეტი
ბენფიკა? ეს მნიშვნელოვანი მატჩია აწმყოსთვის და მომავლისთვის. უზარმაზარი შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვება შეუძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენს გულშემატკივრებს უბრალოდ მადლობას ვუხდი. ჩვენ მათ არ დავაღალატებთ.
ხავიერ ძანეტი
ლუკაკუ? ყველაფერი ხანგრძლივი ტრავმის ბრალია. მისი ფიზიკური მახასიათებლები არ არის სახარბიელო. ახლა მან უნდა მოახდინოს კონცეტრირება. მე ვუთხარი, რომ ჩვენ მასთან ვართ და ამ სეზონის ბოლოს მისი გოლები შეიძლება გადამწყვეტი იყოს კლუბისთვის.
ხავიერ ძანეტი