ძანეტი აქებს ლაუტაროს: “ის ნამდვილი ლიდერია”


ძანეტი აქებს ლაუტაროს: “ის ნამდვილი ლიდერია”
მილანის ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი თავის თანამემამულე ლაუტარო მარტინესს აფასებს, რომელიც ცოტა ხნის წინ სერია A-ში გოლების რაოდენობით გაუთანაბრდა მეორე არგენტინელ – დიეგო მილიტოს.
თუმცა, მილიტომ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2010 წელს – და ეს ტრიუმფი შედგა მაშინ, როცა ძანეტი მილანის გუნდში თამაშობდა. ახლა კლუბის ყოფილი კაპიტანი თავის თანამემამულე ლაუტარო მარტინესში ხედავს ინტერის ახალ ლიდერს.
ლაუტაროს პროგრესი აშკარაა. ჩემი აზრით, ის ხდება გუნდის ნამდვილი ლიდერი.
ხავიერ ძანეტი