დუმფრისმა და დე ვრიმ შესაძლოა ინტერი დატოვონ
დუმფრისმა და დე ვრიმ შესაძლოა ინტერი დატოვონ.
მილანის ინტერის მცველებმა დენზელ დუმფრისმა და სტეფან დე ვრიმ შესაძლოა გუნდი დატოვონ. Corriere dello Sport-ის მონაცემებით, ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობას სთავაზობს ამ მოთამაშეების განშორებას ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.
წყაროს ცნობით, ინძაგი თვლის, რომ დე ვრისა და დუმფრისის წასვლა გუნდისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება, ვიდრე თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესისა და მცველის ალესანდრო ბასტონის წასვლა, რომელთა გაყიდვაც თავდაპირველად ხელმძღვანელობა გეგმავდა.
მწვრთნელს ასევე სურს გუნდში ნახევარმცველები მარსელო ბროზოვიჩი და ნიკოლო ბარელა, ასევე მცველი მილან შკრინიარი, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, შეინარჩუნოს.