დუმფრისით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული

 დუმფრისით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული
სმარტუნიონი

დუმფრისით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია მილანის “ინტერის” მარჯვენა მცველის, დენზელ დუმფრისის შეძენით. ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ფლანგზე ამ სეზონში.

წყაროს ცნობით, ინტერმა შესაძლოა გაუშვას თავისი ფეხბურთელი, თუ მისთვის სოლიდური თანხა შესთავაზებენ. მილანურ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო დამატებითი თანხები ესაჭიროება.

მანკუნიელების ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დიდად აფასებს მცველს, რომელსაც ჰოლანდიის ჩემპიონატიდან კარგად იცნობს.

დუმფრისი მილანის ინტერში გასულ ზაფხულს გადავიდა. ჰოლანდიელი ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა, რის წყალობითაც ევროპის მრავალი ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო.

გასულ სეზონში დამფრისმა 45 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

ბოლოს დამატებული პოსტები